Thursday, July 14, 2011

მამაო ჩვენო

"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა",
შენ ხარ მამა ზეციერი,
ვინც სამყარო გააჩინა.

შენ შექმენი ცა ნათელი,
მიწა, წყალი, კაცი, ქალი,
შენით იწყება წარსული,
და გრძელდება მომავალი...

შენ ხარ ქვეყნის შემოქმედი,
მაღლა ცის და  დაბლა მიწის,
შენ არავის უნახიხარ,
მაგრამ ვინ ხარ, ყველამ იცის.


შენ ხარ დიდი სიყვარული,
სიკეთე და სასოება,
შენ ხარ რწმენა, სული, გონი,
იმედი და სათნოება.

"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,"
შენ ყველგან ხარ, ჩვენთან, სხვებთან
მაღლა, დაბლა, გარეთ, შინა.

ღმერთო მამა ზეციერო,
შემოქმედო ყველაფრისა,
შენ ხარ სიკეთის მთესველი,
დამრთგუნველი ბოროტისა.

დიდება შენდა, უფალო,
შემოქმედო სიკეთისა,
ყველგან ნათელის მომფენო,
დამთრგუნველო ბნელეთისა.


"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა",
შენ ხარ ქვეყნის შემოქმედი,
ვინც სიცოცხლე გააჩინა.

                                                   იოანე

Friday, July 8, 2011

სახიფათო ნივთები

1. პროექტის სახელწოდება:სახიფათო ნივთები
2. პროექტის მოკლე აღწერა:ბავშვებმა გაიგონ ,საოჯახო ნივთებს შორის გვხვდება სახიფათო საგნებიც,რითიც შეიძლება ადამიანი დაშავდეს.
3. პროექტის სრული აღწერა:
საუბარი იმის შესახებ ,თუ რა ზიანის მიყენება შეუძლია ბავშვს დანით საკუთარი თავისადმი [ან სხვისადმი],თუკი ის დანით თამაშს დაიწყებს,შეასრულონ წიგნში მოცემული დავალება დადაადგინონ რა ზიანის მიყენება შეუძლია უთოს ,ელექტროქურას ,ტელევიზორს ,წყლის მადუღარას.ისაუბრონ თუ რა საერთო ნიშანი აქვთ ამ ოთხ ნივთს,კიდევ რომელ ნივთებს ხმარობენ სახლში,რომლებიც ელექტროდენზე მუშაობენ და რა საშიშროება ელის ბავშვს ამ ნივთებთან. გაიგონ ,რომ ელექტროსაგნებს ორი მთავარი მიზეზის გამო უნდა მოერიდნონ ;1]ატარებს ელექტროდენს; ხელის შეხებამ შიშველ სადენზე შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს; 2]შეიძლება ხანძარი გამოიწვიოს,რის შედეგადაც დიდი უბედურებაა მოსალოდნელი[დამწვრობა,სახლის განადგურება,სიკვდილი].ამიტომ უმჯობესია ,ბავშვები ასეთ საგნებს საერთოდ მოერიდნონ ,არ შეეხონ შტეფსელს ,არ გაწმინდონ ჩართული ტელევიზორი ან სხვა ელექტროტექნიკა, სველი ხელით არ შეეხონ შნურს,ხელსაწყოს გამოსართველად არ დაქაჩონ შნური.... ამოირჩიონ რომელიმე სცენა სურათებიდან და გაითამაშონ[დასაშვებია ყვირილიც,ძახილიც,პანტომიმაც...]შემდეგ მაყურებლებმა შეაფასონ რამდენად სწორად და დროულად მოქმედებდნენ მათი ამხანაგები “ხანძარგაჩენილ სახლში”
4. მონაწილეთა ასაკი: 6–8
5. ვადები, ხანგრძლივობა: 2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:წიგნში მოცემული სურათებიდან გაარჩიონ რომელია სქხიფათო და რომელი არასახიფათო საგნები;ისაუბრონ რა საშიშროება ელოდებათ დიმიტრის და მაიას.  
7. მოსალოდნელი შედეგები:ბავშვები ფრთხილად იქნებიან და არ გაეკარებიან სახიფათო საგნებს.

8. სარგებელი სხვებისათვის:
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:დედაენა, მათემატიკა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:გულნაზი ჩიკვაიძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:gulnazichikvaidze
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი:

Wednesday, July 6, 2011

უსათაურო მანანა და ბატიბუტი

    ღელავს ამ ქუჩაზე                      მანანა და  ბატიბუტი  
   ბორგავს ამ გამზირზე,          მე პატარა მანანა ვარ,
   ზღვა ათასხუთასი,                ძლიერ მიყვარს ბატიბუტი,
   მზისა და მთვარის,                ერთი მუჭა დავთესე და
                                                      ამომივა ერთი ფუთი.
   ღმერთო დამასიზმრე ,         ნეტავ რაზე იცინიან ,     
   თუ არ დამანახებ,                  მურიკო და  კ ატის კნუტი?
   თბილისი ისეთი
   როგორიც არის                            ვახტანგ   ძნელაძე

ვახტანგ   ძნელაძე