Thursday, July 14, 2011

მამაო ჩვენო

"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა",
შენ ხარ მამა ზეციერი,
ვინც სამყარო გააჩინა.

შენ შექმენი ცა ნათელი,
მიწა, წყალი, კაცი, ქალი,
შენით იწყება წარსული,
და გრძელდება მომავალი...

შენ ხარ ქვეყნის შემოქმედი,
მაღლა ცის და  დაბლა მიწის,
შენ არავის უნახიხარ,
მაგრამ ვინ ხარ, ყველამ იცის.


შენ ხარ დიდი სიყვარული,
სიკეთე და სასოება,
შენ ხარ რწმენა, სული, გონი,
იმედი და სათნოება.

"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,"
შენ ყველგან ხარ, ჩვენთან, სხვებთან
მაღლა, დაბლა, გარეთ, შინა.

ღმერთო მამა ზეციერო,
შემოქმედო ყველაფრისა,
შენ ხარ სიკეთის მთესველი,
დამრთგუნველი ბოროტისა.

დიდება შენდა, უფალო,
შემოქმედო სიკეთისა,
ყველგან ნათელის მომფენო,
დამთრგუნველო ბნელეთისა.


"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა",
შენ ხარ ქვეყნის შემოქმედი,
ვინც სიცოცხლე გააჩინა.

                                                   იოანე

No comments:

Post a Comment